ეს საინტერესოა: ნიუ-იორკელმა ბლოგერმა ურნაში პოლიციის დოკუმენტები იპოვა | World News | ||
ნიუ-იორკის მაცხოვრებელმა ბაკი ტურკომ თავის ბლოგში გამოაქვენა ტერაქტების თავიდან აცილებასთან დაკავშირებული პოლიციის დოკუმენტები, რომლებიც მან ნაგვის ურნაში, ტაიმს-სქვერის მახლობლად აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-მა განაცხადა. გამოქვეყნებული დოკუმენტები მოიცავს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების ინსტრუქციებს და მითითებებს, თუ რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება: სპეციფიკური სუნი, სანომრე ნიშნების არარსებობა და ა. შ. იქვე მოყვანილია ქუჩების პატრულირების რუქა. ბლოგერმა განმარტა, რომ ამოიღო დოკუმენტები ცარიელი ურნიდან, თან წაიღო და მხოლოდ სახლში დაათვალიერა ისინი. მან დოკუმენტების გამოქვეყნება გადაწყვიტა იმიტომ, რომ ჩათვალა, რომ ეს საზოგადოებას საფრთხეს არ შეუქმნიდა, სამაგიეროდ გაკვეთილი იქნებოდა პოლიციისთვის, რომელიც დაუდევრად ექცევა ქაღალდებს. ნიუ-იორკის პოლიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინსტრუქციების გამოქვეყნებამ არ გამოიწვია საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, თუმცა აღიარეს, რომ უწყების დოკუმენტაციის მიმართ უფრო სერიოზული დამოუკიდებულების მიღწევა სურთ. მაისის დასაწყისში პაკისტანში „ალ-ქაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი მოკლეს. ამასთან დაკავშირებით რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აშშ-ს ტერაქტებით დაემუქრნენ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2348.html
| |||
Posted by Drakula | 16 May 2011, 09:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.