ეკონომიკა: ობამა აშშ-ს ახალ კრიზისს უწინასწარმეტყველებს | World News | ||
აშშ შეიძლება ახალი მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩდეს, თუ კონგრესი სახელმწიფო ვალის ზღვარს არ აწევს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. „თუ მთელ მსოფლიოში ინვესტორები ჩათვლიან, რომ აშშ-ის ვალდებულებები და ვალები უზრუნველყოფილი არა, რომ ჩვენ საკუთარი ობლიგაციების მიხედვით გადახდების შეწყვეტა შეგვიძლია, ამას მთელი ფინანსური სისტემის განადგურება შეუძლია“, - თქვა ამერიკელმა ლიდერმა ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში, - ჩვენ შეიძლება იმაზე უარესი რეცესიის წინაშე აღმოჩნდეთ, ვიდრე ის, რომელიც უკვე იყო, შეიძლება უარესი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეთ, ვიდრე უკვე იყო“. აშშ-ის სახელმწიფო ვალის ზღვარი ამჟამად 14.29 ტრლნ დოლარის დონეზეა დაწესებული. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, იგი უკვე ორშაბათს შეიძლება იქნას მიღწეული, თუ აშშ-ის კონგრესი მის აწევას არ დათანხმდება. ამას ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2346.html
| |||
Posted by Drakula | 16 May 2011, 08:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.