პოლიტიკა: სააკაშვილმა „ქართული პარტია“ შიდა ტურიზმის განვითარებისთვის შეაქო | Georgian News | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ საკაშვილმა „ქართული პარტიის“ წარმომადგენლები „შიდა ტურიზმის განმავითარებლებად“ დაასახელა. პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთიდან მართვადი რადიკალური ჯგუფების მიერ ჩამოყვანილი ხალხი „პირღია“ ტკბება ბათუმის სილამაზით. სარფის საბაჟოზე ყოფნისას მიხეილ სააკშვილი ბათუმში ოპოზიციური პარტიის 14 მაისის აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჩამოსული ხალხი უფრო მეტად განახლებული ბათუმით ინტერესდებოდა, ვიდრე აქციით. „გუშინ ტელევიზორით შევამჩნიე, რომ რუსეთიდან მართვადმა ერთ-ერთმა რადიკალურმა ჯგუფმა ხალხი ავტობუსებში ჩააჯინა, როგორც ეს ხდება, როდესაც ექსკურსიებზე დაჰყავთ, და ჩამოვიდნენ, თითქოს-და, რაღაცის ჩატარების მიზნით. მაგრამ ორ წუთში ხალხი გაიქცა, ვინაიდან ბათუმი ნანახი არ ჰქონდათ და ყველამ პირი დააღო“, - აღნიშნა სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, რადიკალების მიერ ჩამოყვანილი ხალხი, რომელსაც საპროტესტო აქცია უნდა მოეწყო, გაოცებული დაიოდა. „ეს ყველაზე ლამაზი ქალაქია, რომელიც თითოეულ ქართველს აღავსებს სიამაყით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2344.html
| |||
Posted by Drakula | 16 May 2011, 08:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.