ეს საინტერესოა: დამყარდა რეალურ დროში ვიდეოს ნახვების რეკორდი | World News | ||
ვიდეომ, რომელიც რეალურ დროში არწივთა ოჯახის ცხოვრებას აჩვენებს, 95 მილიონზე მეტი ნახვა შეაგროვა. ამის შესახებ იტყობინება TechCrunch. ვიდეოკამერა შტატ აიოვას ქალაქ დეკორში არწივთა ბუდესთან არის დამონტაჟებული. ტრანსლაციის გვერდზე Ustream-ის ჰოსტინგზე მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ ორი არწივისა და მათი შვილების ცხოვრებაზე დაკვირვება. ტრანსლაცია ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში დაიწყო, თუმცა მასიური პოპულარობის მოპოვება 2011 წლის თებერვალში, ბარტყების დაბადებამდე ცოტახნით ადრე დაიწყო. Ustream-ის მონაცემების თანახმად, ტრანსლაციის ნახვაზე ერთი ადამიანის მიერ დახარჯული დროის საშუალო რაოდენობა 6 საათსა და 10 წუთს შეადგენს, ხოლო ყველა მომხმარებელთა ნახვების ჯამობრივი დრო 20 მილიონზე მეტ კაცსაათს შეადგენს. როგორც ვიდეოჰოსტინგის ექსპერტებს მიაჩნიათ, 95 მილიონი ნახვით არწივთა ცხოვრების ტრანსლაცია ინტერნეტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პირდაპირ ეთერად იქცა. შედარებისათვის, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილის ტრანსლაციამ YouTube-ზე 72 მლნ ნახვა შეაგროვა. თუმცა ჯვრისწერის ტრანსლაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა, მაშინ, როცა არწივებს რეკორდის დასამყარებლად ბევრად უფრო დიდი დროის მონაკვეთი დასჭირდათ. მთლიანობაში ინტერნეტის ისტორიაში ყველაზე ნახვადი ვიდეო (არა პირდაპირ ტრანსლაციებს შორის) გახლავთ ჯასტინ ბიბერის სიმღერა „Baby“-ის კლიპი 539 მლნ ნახვით. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2338.html
| |||
Posted by Drakula | 14 May 2011, 10:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.