მეცნიერება-ტექნოლოგიები: 22 ათასზე მეტმა ადამიანმა შეცდომით აშშ-ის green card მიიღო | World News | ||
კომპიუტერული სისტემის შეფერხება გახდა მიზეზი იმისა, რომ 22 ათასზე მეტმა ადამიანმა შეცდომით მიიღო შეტყობინება ამერიკული საიმიგრაციო ვიზების - green card-ის მიღების ლატარეაში გამარჯვების თაობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეატყობინა. მან აღნიშნა, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში პრობლემების გამო გამარჯვებულთა 90% არჩეულ იქნა იმ რიცხვთა შორის, ვინც განაცხადები რეგისტრაციის პირველი ორი დღის განმავლობაში გააგზავნა. მათ წილზე, ვინც განცხადება შემდგომი 28 დღის განმავლობაში გააგზავმა, „ბედნიერი ბილეთების“ მხოლოდ 10% მოვიდა. ახლა ეს შედეგები არა არის აღიარებული, ვინაიდან „სამართლიანი ნებაყოფლობითი არჩევანის“ პრინციპს ეწინააღმდეგება. ლატარეა ხელახლა ჩატარდება, მაგრამ მონაწილეობას მასში მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც შესაბამისი დოკუმენტები 2010 წლის ნოემბრამდე გააგზავნა - ეს თითქმის 20 მილიონი ადამიანია. შედეგების მოყვანა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. სპეციალისტებმა უკვე აღმოფხვრეს კომპიუტერული სისტემის შეფერხება. Green card-ის გათამაშების ლატარეა, რომელიც აშშ-ში მუდმივი ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას იძლევა, ხოლო 5 წლის გასვლისთანავე ამერიკული მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას ხსნის, 1990 წელს მიღებული კანონის შესაბამისად ტარდება. ლატარეაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნებიდან თითოეულს გასათამაშებელი ვიზების არანაკლებ 7%-ის მიღების საშუალება აქვს. 2003 წელს რუსეთი მონაწილე ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოირიცხა, ვინაიდან წინა 5 წლის განმავლობაში რუსეთიდან აშშ-ში 50 ათასზე მეტი იმიგრანტი ჩავიდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია შეიცვალა და 2010 წლიდან რუსეთის მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ლატარეაში მონაწილეობა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2336.html
| |||
Posted by Drakula | 14 May 2011, 10:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.