ეკონომიკა: აუდიტორულ კომპანიებს შესაძლოა არ მოუწევთ ლიცენზიის აღება | Georgian News | ||
ბიზნესის შესამოწმებლად აუდიტორულ კომპანიებს შესაძლოა აღარ მოუწევთ ცალკე ლიცენზიების აღება. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბიზნესს არჩევნის თავისუფლება ეძლევა. მათი სურვილის შესაბამისად მათ შემოსავლების სამსახური ან კერძო აუდიტორი შეამოწმებს. გავრცელებული ინფორმაციით, აუდიტორებს ლიცენზიის აღება შემოსავლების სამსახურში უწევდათ. თუმცა ახლა „აუდიტორთა ფედერაციის“ მიერ აღიარებული აუდიტორები პრობლემების გარეშე შეამოწმებენ კომპანიებს. ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო თავმჯდომარემ გია ხუროშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ბიზნესს ჯარიმა დაეკისრება და იგი მხოლოდ დანიშნულ თანხას გადაიხდის. როგორც გია ხუროშვილმა თქვა, რესპუბლიკურ მთავრობას ბიზნესთან თანამშრომლობა სურს და ეს ინიციატივა ამის მაგალითია. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2335.html
| |||
Posted by Drakula | 14 May 2011, 10:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.