ეკონომიკა: საქართველო ფართოდ იქნება წარმოდგენილი ტურისტულ გამოფენაზე სომხეთში | Georgian News | ||
საქართველო ფართოდ იქნება წარმოდგენილი მე-11 ყოველწლიურ ტურისტულ გამოფენა CTS2011-ზე, რომელიც 25-26 მაისს ერევანში სასტუმრო „სომხეთი მარიოტში“ ჩატარდება. წელს გამოფენის მიმართულება რეგიონალური იქნება და მოსალოდნელია აქტიური მონაწილეობა კომპანიებისა თურქეთიდან, ინდოეთიდან, საქართველოდან, კერძოდ, აჭარიდან, ასევე სომხეთიდან. გამოფენაში პირველად მიიღებს მონაწილეობას კომპანიების უპრეცედენტო რაოდენობა თურქეთიდან, კერძოდ, 40 ადამიანისაგან შემდგარი დელეგაცია ვანის პროვინციიდან, და საქართველოდან. საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებია ტურისტული სააგენტოების სომხური კავშირი (AATA) და ტურისული აგენტების სომხური კავშირის (ASTA) სომხური წარმომადგენლობა, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პატრონაჟით. 2010 წელს გამოფენაში 87 ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა: ტურისტულმა სააგენტოებმა და ტუროპერატორებმა, ავიაკომპანიებმა, სასტუმროებმა და დასვენების სახლებმა, სადაზღვევო კომპანიებმა, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებმა, საინფორმაციო სააგენტოებმა, რესტორნებმა, სასწავლო დაწესებულებებმა, სუვენირების, კონიაკისა და ღვინოების წამყვანმა მწარმოებლებმა. გამოფენის პარტნიორებია ასევე სომხურ-გერმანული თანამშრომლობის (GTZ) პროგრამა, სასტუმრო „სომხეთი მარიოტი“ და სომხეთის სასტუმროთა კავშირი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2329.html
| |||
Posted by Drakula | 13 May 2011, 10:06 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.