პოლიტიკა: საქართველო კვლავინდებურად უთანხმოების საგანია ნატოსა და რუსეთს შორის | Georgian News | ||
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, აშშ-ში ჰოფკინსის ინსტიტუტში გამოსვლისას, ალიანსში საქართველოში წევრობის საკითხს შეეხო. მან აღნიშნა, რომ საქართველო კვლავინდებურად უთანხმოების საგანია ნატოსა და რუსეთს შორის. „ჩვენსა და რუსეთს შორის გარკვეული უთანხმოებები არსებობს და საქართველო ერთ-ერთი ასეთი საკითხია. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არ ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს და მოვუწოდებთ რუსეთს, საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებები შეასრულოს“, - განაცხადა რასმსენმა. მან ასევე ხაზი გავუსვა, რომ ნატოს საკმაოდ ინტენსიური დიალოგი აქვს რუსეთთან, თუმცა იგი სკეპტიკურად აღიქვამს ალიანსის ღია კარის პოლიტიკას. „მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთში რუსეთის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩვენ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით. პირიქით, როდესაც ალიანსში აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის რამდენიმე ქვეყანა მივიღეთ, ვნახეთ, რომ ეს სტაბილური გარემოს შექმნასა და წინ მოძრაობას უწყობს ხელს“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2328.html
| |||
Posted by Drakula | 13 May 2011, 10:05 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.