შოუ-ბიზნესი: განისაზღვრა „ევროვიზია 2011“-ის ფინალის ყველა მონაწილე | World News | ||
12 მაისს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში კონკურს „ევროვიზია-2011“-ის მეორე ნახევარფინალი შედგა. ისევე, როგორც პირველ ნახევარფინალში, ამჯერადაც სცენაზე 19 ქვეყნის წარმომადგენელი გამოვიდა. გამოსვლების შედეგებით, ევროპის სიმღერის კონკურსის ფინალურ ნაწილში შემდეგი ათი ქვეყნის წარმომადგენელი გავიდა: ესტონია: Getter Jaani - "Rockefeller Street" რუმინეთი: Hotel FM - "Change" მოლდოვა: Zdob si Zdub - "So Lucky" ირლანდია: Jedward - "Lipstick" დანია: A Friend In London - "New Tomorrow" ავსტრია: Nadine Beiler - "The Secret Is Love" უკრაინა: Mika Newton - "Angels" სლოვენია: Maja Keuc - "Vanilija" შვედეთი: Eric Saade - "Popular" ბოსნია და ჰერცოგოვინა: Dino Merlin - "Love In Rewind" დანარჩენი ცხრა მონაწილე იძულებული იყო, საკუთარი გამოსვლა ნახევარფინალურ ეტაპზე დაესრულებინა. შეგახსენებთ, რომ მანამდე პირველ ნახევარფინალში კიდევ ათმა ქვეყანამ, რომელთა შორის საქართველოც აღმოჩნდა, კონკურსის ფინალურ ნაწილში გამოსვლის უფლება მიიღო. საქართველო: Eldrine - One More Day აზერბაიჯანი: Eldar & Nigar - Running Scared სერბეთი: Nina - Čaroban რუსეთი: Alexej Vorobjov - Get You შვეიცარია: Anna Rossinelli - In Love For A While ფინეთი: Paradise Oskar - Da Da Dam ისლანდია: Sjonni's Friends - Coming Home უნგრეთი: Kati Wolf - What About My Dreams? ლიტვა: Evelina Sašenko - C'est Ma Vie საბერძნეთი: Loucas Yiorkas feat. Stereo Mike - Watch My Dance აღვნიშნავთ, რომ როგორც ყოველთვის, კვალიფიკაციის ჩატარების გარეშე ევროვიზიის ფინალში ხუთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია: ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ამდაგვარად, 14 მაისს ევროვიზია 2011-ის ფინალში სცენაზე 25 ქვეყნის კონკურსანტი გამოვა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2325.html
| |||
Posted by Drakula | 13 May 2011, 10:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.