პოლიტიკა: „ოპოზიციურმა რვაეულმა“ საქართველოს პრეზიდენტს ვადა მისცა | Georgian News | ||
„ოპოზიციური რვაეული“ მიხეილ სააკაშვილს მაისის ბოლომდე ვადას აძლევს, რათა მან საამომრჩევლო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადები წარმოადგინოს. „რვაეულის“ განცხადება კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გააჟღერა. მისი თქმით, „რვაეულის“ სწორი ტაქტიკის გამო, სააკაშვილის გუნდს პროცესის დასრულება სასურველი შედეგით არ შეუძლია და ამიტომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ ბრუნდება. როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, ამასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებებისა და ოპოზიციისაგან საამომრჩევლო კოდექსთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას მოითხოვს. „მმართველი გუნდი საზოგადოებაში ოპოზიციის მისამართით ნიჰილიზმის გამოწვევასა და პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას ცდილობს. ჩვენ არა ერთხელ გვითქვამს, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს, ხოლო სამომრჩევლო გარემოსთან დაკავშირებული მოლაპარაკებები გამჭვირვალე უნდა იყოს... ჩვენ საკუთარ წინადადებებზე კონკრეტულ წერილობით პასუხს მოვითხოვთ. პირველ რიგში, ამომრჩეველთა და საამომრჩევლო სისტემის მოდელების გათვალისწინებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კონსერვატორთა ლიდერმა. მისი თქმით, დადგენილ ვადებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, „რვაეული“ მოლაპარაკებების ჩაშლისა და მოსალოდნელი შედეგების პასუხისმგებლობას სააკაშვილს დააკისრებს და ბრძოლას ყველა კონსტიტუციური მეთოდით გააგრძელებს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2324.html
| |||
Posted by Drakula | 13 May 2011, 09:55 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.