მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ ინტერნეტ-ცენზურასთან საბრძოლველად ფულს გამოყოფს | World News | ||
აშშ 19 მლნ დოლარს გამოყოფს ტექნოლოგიის შესაქმნელად ინტერნეტ-ცენზურასთან ბრძოლისთვის ჩინეთსა და ირანში, ასევე სხვა სახელმწიფოებში, სადაც მსოფლიო ქსელის რესურსებთან წვდომას მკაცრად არეგულირებენ ხელისუფლებები. ამის შესახებ წერს РБК. სახელმწიფო მდივნის დამხმარის მაიკლ პოზნერის თქმით, სახსრები გამოყოფილი იქნება მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყნებში ბლოკირებადი რესურსების აღმოჩენას და წვდომის შეზღუდვების მოხსნას შეძლებს. შეგახსენებთ, რომ შარშან ივნისში ინტერნეტ-გიგანტ Google-მა ჩინეთზე ზეწოლის მოხდენისა და ინტერნეტ-ცენზურის მოხსნის თხოვნით აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მიმართა. Google-ის წარმომადგენელთა აზრით, ეს თავისუფალი ვაჭრობის წესების დარღვევაა. მანამდე Google-მა თავისი ჩინური საიტიდან - Google.cn-დან საძიებო მოთხოვნები გადაამისამართა პორტალზე Google.com.hkიმის გამო, რომ ჩინეთი ინტერნეტში სიტყვის თავისუფლებას ზღუდავდა. კერძოდ, კომპანიამ Facebook-ის, YouTube-ის, Google Docs-ისადა Blogger-ის საიტების ბლოკირების გამო იჩივლა. ბოლო წლებში ჩინეთი სათავეში უდგას იმ სახელმწიფოთა სიას, რომლებიც ინტერნეტის ფართო პოლიტიკურ ცენზურას იყენებენ - კიბერპოლიციელთა ჯგუფი თვალს ადევნებს და ბლოკავს ხელისუფლებებისათვის არახელსაყრელ რესურსებს სპეციალური არამსამთავრობო პროგრამა Great Firewall of China-ის ფარგლებში. მსგავსი სურათი ირანშიც შეინიშნება. ყველაზე „მკაცრ“ ფილტრებს პოლიტიკური საიტებისთვის ასევე იყენებენ სირიის, ტუნისის, ვიეტნამის, ომანის, საუდის არაბეთის, სუდანის, ტუნისის, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და იემენის ხელისუფლებები. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2318.html
| |||
Posted by Drakula | 12 May 2011, 10:09 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.