სპორტი: ხუთი ქართველი ფეხბურთელი სამუდამოდ არის დისკვალიფიცირებული | Georgian News | ||
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დისკვალიფიკაცია მოახდინა ხუთი ქართველი ფეხბურთელისა, რომლებსაც შეთანხმებით მატჩებში მონაწილეობაში სდებენ ბრალს. ამ გადაწყვეტილებას აღმასრულებელი კომიტეტის ცხრა წევრმა მისცა ხმა, რვა წევრმა მხარი დაუჭირა დისკვალიფიკაციას ხუთი წლის ვადით, თქვა შეხვედრის შემდეგ სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ. სამუდამო დისკვალიფიკაცია მიიღეს გიგი ბეჩვაიამ (თბილისი, „ვიტ ჯორჯია“), როინ ონიანმა და ლევან ვართაგავამ (ზუგდიდი, „ბაია“), ასევე სპარტაკ გოგიამ და კახაბერ კირტაძემ (სამტრედია, „სამტრედია“). წინა კვირაში საქართველოში სკანდალი წარმოიშვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული ფეხბურთელები არაკანონიერი ტოტალიზატორების მფლობელებთან შეთანხმებაში დაადანაშაულეს. ისინი მატჩის მსვლელობაში სხვადასხვა მაქინაციებზე თანხმდებოდნენ. ხუთივე მათგანი გამოძიების ქვეშ იმყოფება. სიჭინავას თქმით, თუ პროკურატორის გამოძიების მსვლელობაში საფეხბურთო თაღლითობების ახალი ფაქტები გამოვლინდება, ყველა ფეხბურთელი სფფ-ის წესდების მიხედვით გასცემს პასუხს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2313.html
| |||
Posted by Drakula | 12 May 2011, 09:59 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.