ეკონომიკა: იაპონიაში მიწისძვრის შემდეგ რეკორდული სამშენებლო ბუმი შეინიშნება | World News | ||
იაპონიის სამშენებლო კომპანიები ვერ ასწრებენ ახალი სახლების შეკვეთების შესრულებას და აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში რეკორდული „ბუმი“ შეინიშნება. ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე ბუმის მიზეზი გახდა 11 მარტის დამანგრეველი მიწისძვრა, რომელმაც სახლის გარეშე ათასობით იაპონელი დატოვა. როგორც იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპური კომპანია Sekisui House Ltd-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პროგნოზირებს, უახლოეს პერიოდში ქვეყნის უძრავი ქონების სფეროს „კიდევ ერთი დიდი ბუმი ელოდება“. „ჩვენ სტრატეგიის შეცვლასა და საზღვარგარეთ განვითარების დაწყებას ვაპირებდით“, - ციტირებას უკეთებს მის სიტყვებს სააგენტო Bloomberg. „მოულოდნელად მიწისძვრა მოხდა... და მოთხოვნამ ახალ სახლებზე 1 მლნ ოდენობის კრისიზამდელ მაჩვენებლებს მიაღწია“, - განაცხადა მან. Sekisui-ის პროგნოზებით, უძრავი ქონების ბაზარს „ყველა შანსი აქვს, 1996 წლის რეკორდამდე გაიზარდოს, როდესაც 1.6 მლნ ახალი სახლი აშენდა“. ამას ბევრად სახელმწიფო სუბსიდიები შეუწყობს ხელს: მიწისძვრის შემდეგ იაპონიის ინფრასტრუქტურის აღსადგენად მთავრობამ მილიარდობით დოლარი გამოყო. ექსპერტები იაპონიაში კატასტროფის შედეგად წარმოშობილ ზარალს 310 მლრდ დოლარად აფასებენ. იაპონიის მთავრობა ადასტურებს, რომ ქვეყანაში დაახლოებით ხუთი ათასი სახლი მთლიანად დაინგრა, ორნახევარი ათასი სანახევროდ დაინგრა და 56 ათასი ნაწილობრივ დაზიანდა. იაპონიის მთავრობა 30 ათასი თანამედროვე სახლის აშენებას გეგმავს, რომელთაგან 10 ათასი კერძო კომპანიების ძალებით აშენდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2310.html
| |||
Posted by Drakula | 11 May 2011, 16:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.