ეს საინტერესოა: მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში კომპიუტერული თამაშები ხელოვნებად აღიარეს | World News | ||
აშშ-ის მთავრობამ ხელოვნების მხარდაჭერის ეროვნული პროგრამის (National Endowment for the Arts) სახით ვიდეოთამაშები ხელოვნების სახეობად აღიარა. ამის შესახებ განაცხადა Eurogamer-ის საიტმა NEA-ის ოფიციალურ საიტზე მინიშნებით. ამ პროგრამის მიზანია აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფა ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში: კინოში, რადიოში, ტელევიზიაში, მუსიკაში, მხატვრობაში, სკულპტურაში და სხვ. ნებისმიერ ხელოვნების მოღვაწეს აშშ-ში შეუძლია გრანტის მიღების განაცხადი შეიტანოს იმ პირობით, რომ ფული დაიხარჯება ისეთი ობიექტის შექმნაზე, რომელიც შემდგომში ეროვნული საკუთრება გახდება. გრანტების სიდიდე 10-დან 200 ათას დოლარამდე ვარირებს. 2012 წლიდან NEA-ში დაფინანსების კატეგორია The Arts on Radio and Television(ხელოვნება რადიოსა და ტელევიზიის დარგში) შეიცვლება The Arts in Media-ზე (ხელოვნება სხვადასხვა მედიის დარგში). ახალ კატეგორიაში ვიდეოთამაშების გარდა ასევე შევა ინტერაქტიული პროექტები რეალურ ცხოვრებასა და ინტერნეტში. ამდაგვარად, ბრაუზერებისათვის განკუთვნილი თამაშის შემქმნელიც (მაგალითად, Facebook-ის ქსელში) შეძლებს დაფინანსების მოთხოვნას, ხოლო მის ობიექტს ხელოვნებად აღიარებენ. რიგითი მომხმარებლებისათვის ეს ნიშნავს, რომ 2012 წლიდან შესაძლოა გაჩნდეს თამაშები, რომლებიც აშშ-ის ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით შეიქმნება, ამიტომ უფასო იქნება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2309.html
| |||
Posted by Drakula | 11 May 2011, 16:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.