პოლიტიკა: თბილისში დემოკრატიების გაერთიანების საპარლამენტო ფორუმი ჩატარდება | ![]() | Georgian News | |
![]() ბაქრაძის თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება. „ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის რამდენიმე ქვეყნის პარლამანეტთა თავმჯდომარეები, აშშ-ის კონგრესის, ევროპარლამენტის დელეგაციები. ჩვენ ასევე ევროპარლამენტის პრეზიდენტს ველოდებით. ეს სერიოზული და მნიშვნელოვანი ფორუმი იქნება, სერიოზული მონაწილეებით“, - აღნიშნა ბაქრაძემ. ფორუმი „დემოკრატიების გაერთიანება“ 2000 წელს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ინიციატივით დაფუძნდა როგორც მოედანი ისეთი თემების განსახილველად, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები. 2010 წლის ზაფხულში ანალოგიური ფორუმი კრაკოვში ჩატარდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2305.html
| |||
Posted by Drakula | 11 May 2011, 11:55 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.