პოლიტიკა: ირაკლი ბათიაშვილი: მივესალმები საქართველოს ხელისუფლებათა წინააღმდეგ ყველა საპროტესტოაქციას | Georgian News | ||
„სახალხო კრება“ მიესალმება ყველა ძალას, რომელიც აპირებს შემოუერთდეს საპროტესტო აქციებს, რომლებიც „კრების“ ორგანიზაციით 21 მაისიდან დაიწყება, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა. „ჩვენ „ქართული პარტიის“ აქციის შესახებ საერთო ინფორმაცია გვაქვს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველა პარტიის საპროტესტო აქციებს მივესალმებით, იქნება ეს „ქართული პარტია“ თუ „თავისუფალი დემოკრატები““, - თქვა ბათიაშვილმა. მისი თქმით, „ქართულ პარტიას“ და „სახალხო კრებას“ რაიმე გაერთიანების შესახებ შესაძლებლობა არ განუხილავთ. შეგახსენებთ, რომ დღეს, 10 მაისს, „ქართული პარტიის“ წარმომადგენლებმა საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციების ჩატარებას შეუდგნენ. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2294.html
| |||
Posted by Drakula | 10 May 2011, 10:07 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.