პოლიტიკა: ნატომ კადაფის რეზიდენცია და ლიბიის სახელმწიფო ტელევიზია დაბომბა | World News | ||
ნატოს ავიაციამ სამშაბათს ღამით თავდასხმები განახორციელა, რომელთა მიზანი ტრიპოლის ცენტრში მდებარე მუამარ კადაფის რეზიდენცია გახდა. ამის შესახებ იტყობინება Reuters. ამ მომენტისათვის უცნობია, როგორია დაბომბვის კონკრეტული შედეგები, როგორც ტელეკომპანია France 24იტყობინება, ავია დარტყმების მიზანი ასევე გახდა ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიისა და სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს შენობები. სულ კადაფის რეზიდენციის რაიონში ხუთი აფეთქება ისმოდა. ნატოს ერთ-ერთი წინა ავიათავდასხმის დროს დაიღუპნენ კადაფის ვაჟი და სამი შვილიშვილი. თავად ლიბიის ლიდერი, ოფიციალური ტრიპოლის რწმუნებით, იმავე შენობაში იმყოფებოდა, მაგრამ არც იგი და არც მისი მეუღლე არ დაშავებულან. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2292.html
| |||
Posted by Drakula | 10 May 2011, 09:56 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.