საზოგადოება: გერმანიაში ქვეყნის გაერთიანების შემდეგ მოსახლეობის პირველი აღწერა ტარდება | World News | ||
ორშაბათს, 9 მაისს, გერმანიაში ოფიციალურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანების შემდეგ მოსახლეობის პირველი აღწერა. როგორც ფედერალურმა სტატისტიკურმა უწყებამ განაცხადა, მისი მიზანი არა მხოლოდ ქვეყნის მაცხოვრებელთა ზუსტი რიცხვის დაზუსტებაა, რომელიც 80 მლნ-ზე მეტ ადამიანს შეადგენს, არამედ იმ საკითხების გარკვევა, რომლებიც, კერძოდ, დასაქმებას, გფრ-ის მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას, რელიგიურ კუთვნილებას უკავშირდება, გადმოსცემს ИТАР-ТАСС. ქვეყნის მოქალაქეების შესახებ ცნობების ნაწილს რეესტრებიდან აიღებენ, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დასაქმების საქმეთა ფედერალური სააგენტოს განკარგულებაში იმყოფება. ამგვარად, პირადი წესით გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ მესამედს გამოკითხავენ. დანარჩენი მონაცემები უნდა მიაწოდონ ხელისუფლებებს, მათ შორის მრავალბინიანი სახლების მესაკუთრეებმა და ფირმებმა, რომლებიც საცხოვრებელი ბინების იჯარაში გაცემით არიან დაკავებულნი. აღწერის მსვლელობაში მიღებული მონაცემები საამომრჩევლო ოლქებისა და სახელმწიფო ფინანსური რეგულირების ფორმირებისას იქნება გათვალისწინებული. ამჟამინდელი მოსახლეობის აღწერის კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ ზოგიერთ საკითხზე, კერძოდ, გერმანიაში იმიგრაციაზე ან რელიგიურ კუთვნილებაზე პასუხის გაცემა ნებაყოფლობითაა აუცილებელია. ამას გარდა, რიგი ექსპერტები გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეების პირადი მონაცემების გაჟონვის შესახებ აფრთხილებენ. დასავლეთ გერმანიაში მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა 1987 წელს ჩატარდა, ხოლო გდრ-ში კიდევ უფრო ადრე - 1981 წელს. ამჟამინდელი კამპანია ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული. მისი შედეგები 2012 წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2290.html
| |||
Posted by Drakula | 10 May 2011, 09:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 2 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.