aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: ევროპის პროფკავშირები საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას მხარს უჭერენ Georgian News  Georgian News 
ევროპის პროფკავშირი მხარს უჭერს საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში ევროპის პროფკავშირთა შტაბ-ბინაში იმყოფებოდა.



შეხვედრები აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგელებმა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებმა.


როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე განიხილებოდა შრომის კოდექსი და სიტუაცია საქართველოს შრომის ბაზარზე. მისი თქმით, ევროპის პროფკავშირთა გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში სოციალური უკმაყოფილების ასაცილებლად მთავარია პროფკავშირების გაძლიერება.


„ევროპის პროფკავშირთა გაერთიანება ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს დემოკრატიას, პროფკავშირებსა და დიალოგის განვითარებას საქართველოში. ფაქტია, რომ ამას ყველა პრეფერენცია, შეღავათი და ევროპასთან ურთიერთობა ეფუძნება. სწორედ ამის დასტური იყო ეს ვიზიტი და ის მხარდაჭერა, რომელიც ევროპარლამენტისაგან, ევროკომისიისა და სხვა ევროპული სტრუქტურებისაგან მივიღეთ“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.


როგორც პან-ევროპული პროფკავშირების საბჭოს თავმჯდომარემ გრიგორი გრადევმა აღნიშნა, ქვეყანა, რომელიც ევროკავშირთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობისადმი მიისწრაფვის, აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა უზრუნველყოფდეს საერთაშორისო შრომის ორგანიზაციების კონვენციებსა და უნდა ჰქონდეს ძლიერი პროფკავშირები.


„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანებას“, - განაცხადა გრადევმა.


ევროპის პროფკავშირთა გაერთიანება 26 მლნ ადამიანს აერთიანებს.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2282.html
Posted by Drakula | 09 May 2011, 15:42 | News »
 

"საზოგადოება: ევროპის პროფკავშირები საქართველოში პროფკავშირული მოძრაობის განვითარებას მხარს უჭერენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 01 October 2024
  • English Georgian