ეს საინტერესოა: თურქეთი რელიგიური ტურიზმის ახალ სახეობას სთავაზობს | World News | ||
თურქეთი ტურიზმში ახალ მიმართულებას ნერგავს, რომლის სლოგანიცაა: ისლამის მიუღებლად თავი მუსულმანად იგრძენი. იდეის ავტორთა განმარტებით, ტური მოიცავს ლოცვებს (მათ შორის დილით და საღამოს) და ისლამის გაკვეთილებს. ტურის მონაწილეებს უარის თქმა მოუწევთ ალკოჰოლზე, ღორის ხორცზე, თუმცა მოწევა არ იკრძალება. პროექტის ავტორი ბენ ბოულერი მიიჩნევს, რომ პროგრამა საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც საკუთარი ჰორიზონტების გაფართოება და სხვა კულტურების შეცნობა სურს. იგი დარწმუნებულია, რომ პროექტის მონაწილეები შეძლებენ სასარგებლო გამოცდილების მიღებას იმ კულტურების კონფლიქტის პირობებში, რომლებიც მსოფლიოში ამჟამად არსებობს. ახალი ტურისტული პროდუქცის რეალიზაცია მაისის შუა რიცხვებში დაიწყება. პროექტს ეწოდება „მუსულმანური თვე“, თუმცა თავდაპირველად იგი მხოლოდ 9 დღე გაგრძელდება და პერსპექტივაში შესაძლოა 21 დღემდე გაგრძელდება. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2280.html
| |||
Posted by Drakula | 09 May 2011, 15:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.