პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ არაადეკვატურია | Georgian News | ||
პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს, არაადეკვატურია, მიაჩნიათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს სსს-ის გაღიზიანება რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან ქართული ხალხის მისამართით მილოცვის თაობაზე გამართლებულია, იუწყება „GHN“. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გაღიზიანება რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიმართვის გამო, რომელშიც იგი ქართულ ხალხს გამარჯვების დღეს ულოცავს, უკავშირდება იმას, რომ მიმართვა შესაფერისი ფორმით არ იყო მომზადებული. „როგორც წესი, როდესაც ხალხის მილოცვა გსურს, ამას ლეგიტიმური ხელისუფლებებისა და ოფიციალური წარმომადგენლების მისამართით აკეთებ. ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში მილოცვათა ერთადერთი აღიარებული ფორმაა. როდესაც მილოცვა ამგვარი ფორმით არ ხორციელდება, იგი არასერიოზულ ხასიათს ატარებს და, ბუნებრივია, რომ ამან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია“, - თქვა კალანდაძემ. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს მიმართ სრულიად არაადეკვატურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც ქვეყნებს შორის მომავალ დიალოგსა და ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. „ასეთი არასერიოზული მიდგომა ნეგატიურად აისახება ერებს შორის ურთიერთობაზე და ამცირებს ორ სახელმწიფოს შორის დიალოგის დაწყების მცდელობას“, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 8 მაისს, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართული ხალხის მილოცვა „კლოუნადაა“, რომელსაც ქართული ხალხი არ მიიღებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2277.html
| |||
Posted by Drakula | 09 May 2011, 10:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 1 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.