მეცნიერება-ტექნოლოგიები: უმსხვილესი იაპონური კორპორაცია კვლავ ჰაკერთა თავდასხმის მსხვერპლი გახდა | World News | ||
კორპორაცია Sony-მ მისი მომსახურებებით მოსარგებლე კიდევ 2.5 ადამიანის პირად მონაცემთა მიტაცების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ იტყობინება იაპონური ტელეკომპანია NHK. აღნიშნული მონაცემები ერთ-ერთ ამერიკულ შვილობილ კომპანიაში ინახებოდა, რომელიც ელექტრონული პროდუქციის გაყიდვითაა დაკავებული. Sony იტყობინება, რომ მოპარული მონაცემები იმ პირთა სახელებსა და მისამართებს მოიცავს, რომლებმაც 2001 წელს პრიზის მისაღებად განაცხადები შეიტანეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა კორპორაციის რამდენიმე ონლაინ-სამსახურის, მათ შორის ინტერაქტიული PlayStation Network-ის მომხმარებელთა პირადი მონაცემები გაიტაცეს. Sony-მ, გაატარა რა გამოკვლევა, ჩივილით აშშ-ის კონგრესს მიმართა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2276.html
| |||
Posted by Drakula | 09 May 2011, 10:36 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.