ეს საინტერესოა: სახლი პოპულარული ფილმიდან გასაყიდად გაიტანეს | World News | ||
აშშ-ში გასაყიდად გაიტანეს სახლი, რომელშიც ფილმ „მარტო სახლშის“ გადაღებები მიმდინარეობდა. როგორც The Wall Street Journalწერს, უძრავი ქონება 2.4 მლნ დოლარად არის შეფასებული. გეორგიანული სტილის 395 კვადრატული მეტრის სამსართულიანი სახლი ჩიკაგოს მახლობლად მდებარე ქალაქ უინეტკაში მდებარეობს. სახლი 1920-იან წლებში აშენდა. მასში ოთხი საძინებელი, ხუთი აბაზანა და რამდენიმე ბუხარია. სახლი 0.2 ჰექტარის ფართობის ნაკვეთზე არის განლაგებული. სახლი გასაყიდად ფილმის გადაღებების შემდეგ პირველად გაიტანეს. ობიექტის მფლობელთა თქმით, ისინი სახლს იმიტომ ყიდიან, რომ მათი ქალიშვილი გაიზარდა და მათ ასეთი დიდი საცხოვრებელი სახლი აღარ სჭირდებათ. გადაღებების მანძილზე ოჯახი სახლში ცხოვრობდა. ფილმში გადაღებულ იქნა სამზარეულო, შემოსასვლელი მთავარი კიბით, სარდაფი და რამდენიმე ბინა პირველ სართულზე. სასადილო და სხვა დანარჩენი ოთახები დეკორაციები გახლდათ. საშობაო ოჯახური კომედია „მარტო სახლშის“ პრემიერა 1990 წლის ნოემბერში შედგა. მსოფლიოში ფილმის შემოსავალმა დაახლოებით 500 მილიონი დოლარი შეადგინა. მოგვიანებით სერია „მარტო სახლშის“ კიდევ სამი ფილმი გადაიღეს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2270.html
| |||
Posted by Drakula | 07 May 2011, 08:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.