ეს საინტერესოა: ევროპის კრიმინალურმა საზოგადოებებმა Skype-ისა და Facebook-ის გამოყენება დაიწყეს | ![]() | World News | |
![]() დანაშაულებრივი სინდიკატები სულ უფრო ხშირად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის Skype-ს. ისინი ასევე პოტენციური მსხვერპლების მოსატყუებლად და სხვა დანაშაულების ორგანიზაციისთვის სოციალურ ქსელ Facebook-ს იყენებენ. „იმ ჯგუფებმაც, რომლებიც დახურულად არიან მიჩნეულნი, მაგალითად, ალბანურ ენაზე მოლაპარაკე ჯგუფებმა, აღიარეს ისეთი პლატფორმების მნიშვნელოვნობა, როგორიცაა Skype“, - ნათქვამია ევროპოლის ანგარიშის ტექსტში. მოხსენებაში მითითებულია „ინტერნეტის როგორც დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშემწყობი საკვანძო ფაქტორის გამოყენების მკვეთრად ზრდად გამოყენებაზე“, ამასთან არა მხოლოდ ისეთ დარგებში, როგორებიცაა საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა, პირატობა და პორნოგრაფიის გავრცელება. „ამჟამად ინტერნეტის ფართო გამოყენება საფუძვლად უდევს ნარკოტიკების უკანონო სინთეზს, მათ მიღებასა და გასაღებას, ასევე ადამიანებით ვაჭრობას, უკანონო იმიგრაციის ხელშეწყობას, კონტრაფაქტული საქონლის მიწოდებას“, - აციტირებს ევროპოლის მოხსენებას გაზეთი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2255.html
| |||
Posted by Drakula | 06 May 2011, 09:36 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.