მეცნიერება-ტექნოლოგიები: Intel-მა 3D-ტექნოლოგიების გამოყენებაში რევოლუციის თაობაზე განაცხადა | World News | ||
ამერიკულმა კორპორაცია Intel-მა მიკროპროცესორების შემუშავების სფეროში მსხვილი წარმატების შესახებ განაცხადა. კომპანია აცხადებს, რომ წელს იწყებს მიკროჩიპების წარმოებას 3D-ტექნოლოგიების გამოყენებით და ირწმუნება, რომ ეს წარმატება საფუძვლად დაედება კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ახალ ეტაპს, წერს Financial Times. Intel-ის შემუშავება ჩიპებში უფრო რთული 3D-ნახევარგამტარების შექმნის საშუალების მომცემი იქნება. „მრავალი წლის განმავლობაში ნახევარგამტართა ზომების მინიმალური ზღვრები არსებობდა, ეს აღმოჩენა ნამდვილად რევოლუციურია“, - თქვა Intel-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა გორდონ მურმა. კომპანია თავის ახალ გამოგონებას ასახელებს ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას 1950-იან წლებში ტრანზისტორის გამოგონების დროიდან, რომელიც ელექტრონიკის გაჩენაში ძირითად ელემენტად იქცა. გამოგონება საშუალებას მისცემს კომპანიას, ჩიპების მწარმოებელ კომპანიებს შორის ლიდერის პოზიცია გაამყაროს. კომპანია შეძლებს დაამზადოს ასეთი უფრო მცირე ზომის კომპონენტები და კონკურენტებზე სწრაფად აწარმოოს ისინი. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2253.html
| |||
Posted by Drakula | 06 May 2011, 09:33 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.