კრიმინალი: საქართველოში ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა | Georgian News | ||
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა ჯანდაცვის სფეროში კიდევ ერთი კორუფციული სქემა გახსნა. საუბარია ქართული და ცნობილი უცხოური კომპანიის ფარულ შეთანხმებაზე. სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 660 ათასი ლარით ფასდება. მომხდარის დეტალები 5 მაისს, პრეს-კონფერენციაზე გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ეს ჯანდაცვის სფეროში კორუფციული სქემის გამხელის პირველი შემთხვევა არაა. აპრილის ბოლოს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა 1 700 000 ლარის მიტაცებისთვის კომპანია „ნუგეშის“ ხელმძღვანელი გიორგი სიბაშვილი დააკავა. მას ფულის გათეთრების მიზნით საბაჟო დოკუმენტების გაყალბებაში ედება ბრალი. საქმე ეხება 2000-2010 წლებში განხორციელებულ პროგრამას, რომელიც გემოფილიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამ პროგრამაზე საერთო ჯამში 10 500 000 ლარი იქნა გამოყოფილი, 6 900 000 ლარის თანხაზე მედიკამენტების მიწოდების შეთანხმება კომპანია „ნუგეშთან“ გაფორმდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2248.html
| |||
Posted by Drakula | 05 May 2011, 10:41 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.