ეკონომიკა: თბილისის „დეზერტირების ბაზარი“ 15 თვით დაიკეტება | Georgian News | ||
თბილისის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ობიექტი - ე. წ. „დეზერტირების ბაზარი“ 15 თვით დაიკეტება, იტყობინება „GHN“. ბაზრის მფლობელის, კომპანია „თბილისი მოლის“ დირექტორის რევაზ ქადაგიძის თქმით, ამ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ახალი ბაზრის პროექტი თბილისის მერიაში განიხილება. ამასთან ერთად, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიიდან ვაჭრების გაყვანის საკითხი ჯერ არ გადაჭრილა, თუმცა, მიუთითა, რომ ვაჭრობის პარალელურად მშენებლობის პროცესის წარმოება რთულია. ახალი პროექტის ღირებულება 10-15 მილიონი დოლარი იქნება. მოსალოდნელია, რომ ახალი ბაზარი ექსპლუატაციაში 2012 წლის ოქტომბერში შევა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2238.html
| |||
Posted by Drakula | 04 May 2011, 17:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.