ეკონომიკა: პირველად 20 წლის განმავლობაში აშშ საწვავის წმინდა ექსპორტიორი გახდა | World News | ||
პირველად 20 წლის განმავლობაში აშშ საწვავის წმინდა ექსპორტიორი გახდა. ამის შესახებ წერს The Financial Timesაშშ - ის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე მინიშნებით. 2011 წლის თებერვალში ნავთობპროდუქტების წმინდა ექსპორტმა დღე-ღამეში 54 ათასი ბარელი შეადგინა. პირველად საწვავის ექსპორტმა იმპორტს 2010 წლის ნოემბერში გადააჭარბა, მაგრამ საბოლოოდ ტენდენცია მხოლოდ თებერვლის მონაცემემთა გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა. აშშ-ში მზა ნავთობპროდუქტების ექსპორტი 2011 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეოთხედით გაიზარდა და დღე-ღამეში 2.5 მილიონ ბარელს მიაღწია. ამავდროულად, იმპორტი 14 პროცენტით 2.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა. მრავალი წლის განმავლობაში აშშ არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების, არამედ ნავთობის წმინდა იმპორტიორი იყო. აშშ-ის შიდა ბაზარზე ნავთობის მოხმარება დღე-ღამეში 19 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც რეცესიის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელზე 2 მილიონით ნაკლებია. აშშ-ში წმინდა იმპორტის დაცემა 2005 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც ნოემბერში მაჩვენებელმა 20 წლის განმავლობაში თავის უმაღლეს მაჩვენებელს - დღე-ღამეში 3.9 მილიონ ბარელს მიაღწია. ამერიკული საწვავის ექსპორტის ძირითადი მიმართულებებია ლათინური ამერიკის ქვეყნები, სადაც სანავთობო დარგს არ შეუძლია შიდა ბაზარზე მზარდი მოთხოვნის დაძლევა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2233.html
| |||
Posted by Drakula | 04 May 2011, 09:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.