სპორტი: ლადო ვარძელაშვილი: ქართულ ფეხბურთში მენტალური რევოლუცია უნდა მოხდეს | Georgian News | ||
ქართულ ფეხბურთში მენტალური რევოლუცია უნდა მოხდეს, მიაჩნია სპორტისა და ახაგალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლადო ვარძელაშვილს, იუწყება “GHN“. „მოვიდა დრო, როდესაც ჩვენ პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა მოგვეცა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მეტჯერ აღარ განმეორდეს ის, რაც ფეხბურთელებმა გააკეთეს. მანამ, სანამ იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც თამაშებს ყიდიან, საქართველოს ჩემპიონატი ცუდ მდგომარეობაში იქნება. მათ თავადვე გამოუტანეს საკუთარ თავებს განაჩენი. გამოვლინდა ეს კონკრეტული დეტალი და მინდა ვთქვა, რომ ქართულ ფეხბურთში ბევრად უფრო ცუდი რაღაცები ხდება“, - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გახსნეს საქმე, რომელიც ეხება ფეხბურთელთა შეთანხმების სქემის გამხელას ტოტალიზატორებისაგან მოგების მიღების მიზნით. ქართულმა მხარემ ფიფა-სა და უეფა-ში ამ ფაქტებთან დაკავშირებით წერილი გაგზავნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა საეჭვო მატჩთან დაკავშირებით დეტალური გამოძიების ჩატარებას აპირებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2231.html
| |||
Posted by Drakula | 04 May 2011, 09:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.