სპორტი: შვედეთში ლეგენდარული ქართველი მეკარე სერგო კოტრიკაძე გარდაიცვალა | ![]() | Georgian News | |
![]() ამის შესახებ იტყობინება „გრუზია ონლაინ“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე მინიშნებით. 74 წლის ლეგენდარული მეკარე, რომელიც თან ახლდა საქართველოს ნაკრებს (U15) მწვრთნელის სახით „ლენარტ იუჰანსონის თასის“ შეჯიბრებზე, გარდაიცვალა გულის შეტევით 3 მაისის საღამოს შვედეთის დედაქალაქის საავადმყოფოში, სადაც იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო მიიყვანეს. სერგო კოტრიკაძის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ, 5 მაისს, გადმოასვენებენ. სერგო კოტრიკაძე თამაშობდა „დინამოში“ (თბილისი) 1955-1968 წლებში და 1970 წელს. ამ გუნდის შემადგენლობაში 1964 წელს სსრკ-ის ჩემპიონი გახდა, ოთხჯერ შედიოდა სეზონის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში, 1962 წელს იგი სსრკ-ს საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ასევე კოტრიკაძე 1962 წელს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, რომელიც ჩილეში ჩატარდა. 1970-იანი წლებიდან მწვრთნელის სამუშაობით იყო დაკავებული - იგი გახლდათ „დინამოს“ (თბილისის) მეკარეთა მწვრთნელი, მუშაობდა ახალგაზრდულ გუნდებთან, 1990-იან წლების ბოლოს თბილისის კლუბ „ვიტ-ჯორჯიას“ მწვრთნელი გახდა, ამჟამინდელ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში (15 წლამდე) წვრთნიდა მეკარეებს. 1996 წელს „ქართული ფეხბურთის განვითარებაში დიდი დამსახურებისათვის“ კოტრიკაძე ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს - ღირსების ორდენის მფლობელი გახდა. 2000 წელს კოტრიკაძე XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო მეკარედ აღიარეს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2229.html
| |||
Posted by Drakula | 04 May 2011, 09:24 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.