ეს საინტერესოა: სეულის პოლიციამ Google-ის ოფისი გაჩხრიკა | World News | ||
სამხრეთ კორეის პოლიციამ სეულის ცენტრში განლაგებული ინტერნეტ-გიგანტ Google-ის ოფისი გაჩხრიკა. როგორც BBC იტყობინება, ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა კომპანიის შტაბ-ბინაში ჩაატარეს რეიდი, ვინაიდან ეჭვი აქვთ, რომ კომპანია უკანონოდ აგროვებს მომხმარებელთა პირად მონაცემებს. როგორც წყარო აზუსტებს, გამომძიებელთა ეჭვი გამოიწვია სარეკლამო სააგენტო Google AdMob-ის საქმიანობამ. წინასწარი მონაცემებით, მობილური რეკლამის სერვისი აგროვებდა კონფიდენციალურ ინფორმაციას კლიენტთა ადგილმდებარეობის შესახებ მათი ნებართვის გარეშე. Google-ის ოფისის გაჩხრეკა მომხმარებელთა უფლებების დარღვევით გამოწვეული სკანდალების გრძელი ჯაჭვის მორიგი რგოლი გახდა. იმ კომპანიათა სია, რომლებზედაც კლიენტთა პირადი მონაცემების შენახვაში აქვთ ეჭვი, ამერიკული ინტერნეტ-გიგანტით არ სრულდება. სამართალდამცავებმა კანონდებლობის დარღვევაში არა ერთხელ დაადანაშაულეს სოციალური ქსელი Facebook, ასევე საფოსტო სერვისი Yahoo. ერთი დღით ადრე უსაფრთხოების სპეციალისტებმა კორპორაცია Apple-ის სმარტფონები და პლანშეტური კომპიუტერები „ჯაშუშობაში“ დაადანაშაულეს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2228.html
| |||
Posted by Drakula | 04 May 2011, 09:18 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.