ეკონომიკა: საქართველოს სურს ეკ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მოკლე დროში დაიწყოს | Georgian News | ||
საქართველოს მიზანს წარმოადგენს ევრო კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მოკლე დროში დაიწყება. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან საუბრისას, საერთაშორისო ურთიერთობების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კანდელაკმა, პარამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესთან და ევროპარლამენტის წევრის არნო დაჟანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მოქმედება და მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. "ასევე, განხილული იქნა ორი მნიშვნელოვანი თემა,რომლებიც ევრო კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მოკლე ვადაში დაწყებასა და სავიზო დიალოგის განხორციელებას შეეხებოდა, რომელიც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე უნდა მივიდეს"-აღნიშნა კანდელაკმა და დაამატა, რომ ასევე განხილული იქნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპაციისა და საშინაო პოლიტიკის საკითხები. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2225.html
| |||
Posted by consul | 03 May 2011, 17:13 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.