ეს საინტერესოა: ლეგენდარული პიერ კარდენი 1 მილიარდ ევროდ თავისი სამოდელო იმპერიის გაყიდვას აპირებს | World News | ||
მსოფლიოში ცნობილმა მოდელიერმა პიერ კარდენმა გავლენიანი გამოცემა Wall Street Journal-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის 1 მილიარდ ევროდ თავისი ბიზნესი გაყიდოს, იუწყება “GHN“. ამასთან, როგორც WSJ ირწმუნება, ბანკები სამოდელო სახლ Pierre Cardin-ს მხოლოდ 200 მლნ ევროდ აფასებენ, რაც ხუთჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რომლის მიღების იმედიც აქვს სამოდელო სახლის დამფუძნებელს. კარდენის იმპერია 1949 წელს დაფუძნდა. „ახლა მისი გაყიდვა მსურს, - აციტირებს გაზეთი 88 წლის კარდენს, - „ვიცი, რომ რამდენიმე წელიწადში აღარ ვიქნები, ბიზნესი კი უნდა ვითარდებოდეს“. კარდენს მემკვიდრეები არა ჰყავს, აცხადებს ბი-ბი-სი. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2221.html
| |||
Posted by Drakula | 03 May 2011, 17:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.