საზოგადოება: შვეიცარიამ კადაფის, მუბარაქისა და ბენ ალის ფინანსური აქტივები გაყინა | World News | ||
შვეიცარიამ აღმოაჩინა და გაყინა ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფისა და ეგვიპტისა და ტუნისის ყოფილი პრეზიდენტების - ჰოსნი მუბარაქისა და ზინ ალ-აბიდინ ბენ ალის ფინანსური აქტივები. ამის შესახებ ორშაბათს, 2 მაისს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. კადაფის ანგარიშებზე განთავსებული იყო 360 მლნ შვეიცარული ფრანკი, მუბარაქის ანგარიშებზე - 410 მლნ ფრანკი და ბენ ალის ანგარიშებზე - 60 მლნ. „ანგარიშები შვეიცარიის მთავრობის მოთხოვნის შესაბამისად გაიყინა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2214.html
| |||
Posted by Drakula | 03 May 2011, 08:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.