aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: Sony-ს მომხმარებელთა ბარათების ნომრები მოიპარეს World News  World News 
კომპანია Sony-მ ორშაბათს დაადასტურა, რომ ბოროტმზრახველებისთვის, რომლებმაც PlayStation Network-ზე ჰაკერული თავდასხმა მოახდინეს, ცნობილი გახდა აღნიშნული ონლაინ-სერვისის მომხმარებელთა საბანკო ბარათების ნომრები, იტყობინება Agence France-Presse.



„ადრე ვვარაუდობდით, რომ Sony Online Entertainment-ის კლიენტთა მონაცემები კომპანიაზე კიბერ-შეტევების დროს არ დაშავებულა. მაგრამ 1 მაისს მივედით დასკვნამდე, რომ სააღრიცხვო ჩანაწერებთან დაკავშირებული ინფორმაცია შესაძლოა მოპარულიყო და ჩვენ ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად გაფრთხილებთ“, - ნათქვამია საიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.


ამ დროს, ბოროტმზრახველთა ხელში, როგორც ჩანს, 2007 წლის მონაცემთა მოძველებული ბაზა მოხვდა, რომელშიც საკრედიტო ან სადებეტო ბარათების დაახლოებით 12.7 ათასი ნომრის შესახებ ინახება ინფორმაცია. ისინი ეკუთვნის ან ეკუთვნოდა გერმანიის, ავსტრიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის მოქალაქეებს. ამასთან, როგორც პრეს-რელიზში წერია, არ არსებობს იმის მოწმობა, რომ ბოროტმზრახველებმა საბანკო ბარათების ძირითადი ბაზა ჩაიგდეს ხელში.


Sony Online Entertainmentმუდმივად ადევნებს თვალს სიტუაციას, ნათქვამია შეტყობინებაში. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს იუწყებოდნენ, რომ PlayStation Network-ზე ჰაკერული შეტევის დროს შესაძლოა ქსელის თითქმის ყველა მომხმარებლის პირადი მონაცემების გატაცებას ჰქონოდა ადგილი.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2213.html
Posted by Drakula | 03 May 2011, 08:41 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: Sony-ს მომხმარებელთა ბარათების ნომრები მოიპარეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 28 December 2024
  • English Georgian