საზოგადოება: წლის განმავლობაში მსოფლიოში 102 ჟურნალისტი დაიღუპა | World News | ||
2010 წლის განმავლობაში მსოფლიოში, თავისი მოვალეობების შესრულების დროს, 102 ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ნათქვამია პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის მოხსენებაში, რომელიც 2011 წლის 2 მაისს გამოქვეყნდა. დაღუპულ ჟურნალისტთა საერთო რიცხვიდან 40 აზიის ქვეყნებში მოკლეს, 32 - სამხრეთ და ჩრილოეთ ამერიკებში, 15 - აფრიკის ქვეყნებში საჰარიდან სამხრეთ ნაწილში, 8 - ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში და 7 - ევროპაში. 2010 წელს მედიის წარმომადგენლებისათვის ყველაზე საშიში ქვეყანა პაკისტანი აღმოჩნდა, სადაც 16 ჟურნალისტი მოკლეს. მას მოსდევს მექსიკა და ჰონდურასი, სადაც დაიღუპა 12 და 10 ადამიანი, შესაბამისად. ორგანიზაციის მონაცემებით, რუსეთში 2010 წელს ორი ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო ათი წლის განმავლობაში - 31 რეპორტიორი. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი 1997 წლიდან აწარმოებს სტატისტიკას. ჟურნალისტთა შორის სიკვდილიანობის რიცხვის მიხედვით რეკორდული გახდა 2009 წელი, როდესაც პროფესიის 110 წარმომადგენელი დაიღუპა, ხოლო 2010 წელმა აღნიშნული მაჩვენებელის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა. სულ 2001 წლიდან მსოფლიოში 788 ჟურნალისტი დაიღუპა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2212.html
| |||
Posted by Drakula | 03 May 2011, 08:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.