ეკონომიკა: პირველად ორი წლის განმავლობაში ამერიკულმა ავტოგიგანტმა მოგება მიიღო | World News | ||
კონცერნ Chrysler-მა პირველი მოგების შესახებ 2009 წლის ივნისიდან განაცხადა: გაბანკროტებისა და რესტრუქტურიზაციის პროცედურის დასრულების მომენტიდან. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ამერიკულმა მწარმოებელმა 116 მილიონი დოლარი მიიღო, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კორპორაციამ 197 მილიონი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ იუწყება Automotive News. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კონცერნ Chrysler-ის ამონაგები 13.1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც ერთი წლის წინ არსებულ შედეგზე 35 პროცენტით მეტია. ავტომანქანების გაყიდვები, ბაზარზე 16 განახლებული მოდელის, მათ შორის Jeep Grand Cherokee-ის ახალი თაობებისა და სედან Chrysler 300C-ის გატანის ხარჯზე, საანგარიშო პერიოდში 18 პროცენტით გაიზარდა. ამერიკული მწარმოებლის საოპერაციო მოგებამ 477 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის პირველ სამ თვესთან შედარებით 334 მილიონი დოლარით მეტია. ამას გარდა, „კრაისლერმა“ განაცხადა აშშ-სთვისა და კანადისთვის 5.8 და 1.7 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხების დაბრუნების შესახებ, რომლებიც სახელმწიფოებმა მწარმოებელს კრიზისის პერიოდში მისი შრომისუნარიანობის შენარჩუნებისთვის გამოუყვეს. სესხები ახალი კრედიტებისა და ობლიგაციების დამატებითი გამოშვების ხარჯზე მიღებული სახსრებით დაიფარება. გასული წლის შედეგებით კონცერნ Chrysler-მა 652 მილიონი დოლარი დაკარგა. ამდაგვარად, მწარმოებელმა 2010 წელი „მინუსში“ 2006 წლიდან ზედიზედ მეხუთეჯერ დაასრულა. კორპორაციისთვის ბოლო მომგებიანი წელი 2005 წელი გახდა, როდესაც Chrysler-მა 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის მოგება მიიღო. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2211.html
| |||
Posted by Drakula | 03 May 2011, 08:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.