aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: წერეთელი: „მხოლოდ რუსეთს შეუძლია ოპოზიციის საპროტესტო აქციების მხარდაჭერა“ Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ფართო საზოგადოება 21 მაისისთვის „წარმომადგენლობითი სახალხო კრების“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას მხარს არ დაუჭერს.



როგორც მან „მედიანიუსს“ განუცხადა, მცირე გამონაკლისის გარდა არავინაა ორიენტირებული რევოლუციაზე, დაპირისპირებაზე, არეულობებზე.


„ხშირად დავდივარ რეგიონებში და ვხედავ, რომ ყველა ორიენტირებულია დასაქმებაზე, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრაზე, ბავშვების განათლებაზე, სოფლის მეურნეობასა და ქვეყნისთვის სხვა საჭირბოროტო საკითხებზე. შემდეგ არჩევნებამდე წელიწად ნახევარი რჩევა, რისთვისაა საჭირო არსეულობები? თუ ხელისუფლებაში მოსვლა გსურს, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი მომხრე რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი გახდეს. ასეთი აქციები მხარდაჭერას არც ქვეყნის შიგნით, არც მის ფარგლებს გარეთ მიიღებს. მხოლოდ რუსეთს შეუძლია მათი მხარდაჭერა“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.


მისი თქმით, დაგეგმილი აქციის ორგანიზატორები საუბრობენ ხელისუფლების შეცვლაზე რევოლუციის გზით: ეს მათი მოსაზრებაა და მის გამოხატვას მათ არავინ უკრძალავს. თუმცა, როდესაც ისინი კონკრეტულ ქმედებებზე გადავლენ, ეს ქმედებები უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში, არ უნდა ატარებდეს საპროვოკაციო ხასიათს და არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ პოლიციამ, უკანონობის აღმოფხვრის მიზნით, ძალა გამოიყენოს.


„არავინ კრძალავს კანონის ფარგლებში აქციის ჩატარებას, როგორი მასშტაბებითაც არ უნდა ტარდებოდეს იგი. მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაშვებული არ იქნას დესტაბილიზაცია და არ ჩაისხას ნავთი მათ ცეცხლში, ვინც უკანონო ქმედებებს ელის. ჩვენს საზოგადოებაში ასეთ განწყობას ვერ ვხედავ. ჩვენი ხალხი არაა ისეთი შეუგნებელი, რომ 20 წლის ხანდაზმულობის შეცდომები დაუშვას, რომლებმაც უმძიმეს შედეგამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2210.html
Posted by Drakula | 03 May 2011, 08:39 | News »
 

"პოლიტიკა: წერეთელი: „მხოლოდ რუსეთს შეუძლია ოპოზიციის საპროტესტო აქციების მხარდაჭერა“" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian