პოლიტიკა: ექსპერტი: ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველო ტერორისტების მიზანი არგახდება | Georgian News | ||
ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ საქართველო, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ტერორისტების მიზანი არ გახდება. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს ნატოს მისიაში ავღანეთში, რაც შესაძლოა ტერორისტთა გაღიზიანებას იწვევს, „ალ-ქაიდა“ ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, თავის რესურსებს არ დახარჯავს“, - თქვა შარაშენიძემ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ნომერ პირველი ტერორისტი ობამას პრეზიდენტობის პერიოდში იქნა ლიკვიდირებული, პოზიტიურად აისახება შეერთებული შტატების პრეზიდენტის რეიტინგზე. „მაგრამ რთულია იმის თქნა, შეინარჩუნებს თუ არა იგი ამ რეიტინგს შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე“, - აღნიშნა ექსპერტმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2200.html
| |||
Posted by Drakula | 02 May 2011, 12:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.