ეკონომიკა: დევიდ ლი: საქართველოს საგადასახადო სისტემა იდეალისაგან შორსაა | Georgian News | ||
საქართველოში ამერიკული სავაჭრო პალატის უფროსმა დევიდ ლიმ საქართველოს ბიზნეს-გარემოს თაობაზე კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში საგადასახადო სისტემა იდეალისაგან შორსაა. როგორც ლიმ განაცხადა, ხშირია ისეთი დისციპლინარული პროცედურები, როგორიცაა წინასწარი დაპატიმრება, რაც, დღევანდელი ბიზნეს-გარემოდან გამომდინარე, გამართლებული არ არის. მისი თქმით, მთავრობა ინფორმირებულია ამ ფაქტებზე და გარკვეული ნაბიჯების განხორციელებას ცდილობს. დევიდ ლიმ აღნიშნა, რომ როდესაც თბილისი იმ ქვეყნებთან კონკურირებას ცდილობს, რომლებიც უფრო სწრაფი ტემპებით და უფრო მარტივად ვითარდებიან, ინვესტორთათვის მიმზიდველად ყოფნა საკმარისი არაა. „შენ მათთვის საუკეთესო უნდა გახდე. მთავრობამ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მცირე ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინოს“, - განაცხადა მან. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2199.html
| |||
Posted by Drakula | 02 May 2011, 12:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.