პოლიტიკა: აშშ-ის სენატორი: „მშვენიერი იქნებოდა კადაფის მოკვლა“ | World News | ||
ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ნატოს მიერ დაბომბვების დროს რომ მომკვდარიყო, ეს „მშვენიერი“ იქნებოდა. ასეთი თვალსაზრისი გამოთქვა 1 მაისს ტელეარხ სი-ბი-ესისთვის მიცემულ ინტერვიუში გავლენიანმა რესბუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაქეინმა. „ჩვენ მისი საკომანდო პუნქტები უნდა გავანადგუროთ და მშვენიერი იქნებოდა, თუ ამის შედეგად მის მოკვლას ან დაჭრას შევძლებდით“, - თქვა ობამას ყოფილმა მეტოქემ საპრეზიდენტო შეჯიბრში. მაქეინის თქმით, აშშ-ის უნდა ჰქონდეს „სტრატეგია, რათა მეამბოხეებს დაეხმაროს წარმატების მიღწევასა და კადაფისა და იმ ყველა პიროვნების დამხობაში, რომლებიც მასთანაა დაკავშირებული“. როდესაც სენატორი პასუხობდა შეკითხვას, საჭიროა თუ არა აშშ-ის უფრო აქტიური მონაწილეობა ლიბიის სამხედრო ოპერაციაში, მან თქვა, რომ „ჩვენ კვლავ ბრძოლაში უნდა ჩავერთოთ“. მისი თქმით, „ძალიან ცუდი იქნებოდა შედეგად ისეთი სიტუაციის მიღება, რომლის დროსაც „ალ-ქაიდასთვის“ შეიძლება კარი გაიხსნას“. ტრიპოლიზე ნატოს ბოლო ავიათავდასხმის დროს მუამარ კადაფიმ შვილი და სამი შვილიშვილი დაკარგა. რეზიდენციას ერთბაშად სამი რაკეტა მოხვდა, შენობისაგან ნანგრევები დარჩა. პოლკოვნიკის უმცროსი ვაჟი ადგილზე დაიღუპა. არიან დაჭრილები სხვა ნათესავებსა და თანამებრძოლებს შორის. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2198.html
| |||
Posted by Drakula | 02 May 2011, 10:50 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.