პოლიტიკა: შენგენის ზონაში შეიძლება სასაზღვრო კონტროლი აღადგინონ | World News | ||
უახლოეს მომავალში საზღვრებზე, რომლებიც შენგენის შეთანხმების ქვეყნებს გამოყოფს, შესაძლოა კვლავ კონტროლი შემოიღონ. ამის შესახებ განაცხადა ევროპის კომისიის უფროსმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ წერილში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის სახელზე იყო მიმართული. „საზღვრების დროებითი აღდგენა მრავალი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთ-ერთია“, - ციტირებას უკეთებს ბაროზუს Deutsche Welle. მისი თქმით, შენგენის შეთანხმების ტექსტში შეიძლება სათანადო დამატებები იქნას შეტანილი, მაგრამ აუცილებელია მკვეთრი კრიტერიუმების შემუშავება, რომლებიც სასაზღვრო კონტროლის დროებით დაბრუნების საშუალების მომცემი იქნება. შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის დროებით აღდგენას ჩრდილოეთ აფრიკიდან ლტოლვილთა მოზღვავების გამო საფრანგეთი და იტალია მოითხოვენ. ოთხშაბათს, 2 მაისს, ევროკომისია ოფიციალურად წარადგენს თავის პოზიციას შენგენის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ბრიუსელში ამ დოკუმენტის 32-ე სტატიის ტექსტში დაზუსტებების შეტანას აუცილებლად მიიჩნევენ. იგი ითვალისწინებს სახელმწიფოს საზღვრების დროებით დახურვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მისი ხელმძღვანელობა ქვეყნის საზღვრებს მიღმა საზოგადოებრივ საფრთხეს დაინახავს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2197.html
| |||
Posted by Drakula | 02 May 2011, 10:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.