კრიმინალი: საქართველოში ცნობილი ფეხბურთელები დააპატიმრეს | Georgian News | ||
საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი დააპატიმრეს, რომლებსაც ტოტალიზატორებთან კორუფციული გარიგების დადებაში ედებათ ბრალი, იუწყება “GHN“. კერძოდ დაკავებულია სპორტული კლუბ „სამტრედიის“ კაპიტანი სპარტაკ გოგია, ფეხბურთელი კახაბერ კირტაძე, „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელი გიგა ბეჩვაია, საფეხბურთო კლუბ „ბაიას“ კაპიტანი როინ ონიანი, ფეხბურთელი ლევან ვატრაგავა. ფეხბურთელებს ბრალს სდებენ სისტემატიურ ფარულ შეთანხმებაში შავი ბიზნესის წარმომადგენლებთან დავით გაბედავასთან და სხვებთან ტოტალიზატორებში დიდი ფულის სანაცვლოდ. გამოძიებამ გაარკვია, რომ გუნდ „ბოლნისთან“ თამაშისთვის გუნდ „სამტრედიის“ წარმომადგენელმა 15 000 ლარის ოდენობის თანხა აიღო. თბილისის „დინამოსთან“ თამაშისთვის კლუბ „ბაიამ“ ზუგდიდიდან 12 000 ლარი მიიღო. გარდა ამისა, „სიონთან“ თამაშისთვის გუნდმა „ვიტ ჯორჯიამ“ 20 ათასი ლარი მიიღო. გამოძიებას საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2196.html
| |||
Posted by Drakula | 02 May 2011, 10:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.