საზოგადოება: ინდოეთის საზღვაო ადმინისტრაცია ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნების უფლებას მისცემს | Georgian News | ||
ინდოეთის საზღვაო ადმინისტრაცია ქართველ მეზღვეურებთან დაკავშირებით გადაწვეტილებას დღეს მიიღებს. რეზოლუცია ქართველ მეზღვაურებს ინდოეთისა დატოვებისა და სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. ქართველი მეზღვეურები უკვე ერთი თვეა რაც იქ იმყოფებიან. მას შემდეგ, რაც თურქული კომპანიის კუთვნილი გემი "მარაჩი" ინდოეთში ჩაიძირა, ინდოეთში გამოძიება დაიწყო , რის გამოც ეკიპაჟს ქვეყნის დატოვება არ შეეძლო. ამ დრომდე ეკიპაჟი სასტუმროში იმყოფებოდა,სადაც მათი თქმით, საკმაოდ მძიმე პირობები იყო. მეზღვაურის ირაკლი უშვერიძის განცხადებით, კვების მდომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა მათ იატაკზე აღარ სძინავთ. "ჩვენ თურქული კომპანიისგან ახსნა-განმარტება მოვითხოვეთ, თუ რატომ არ უზრუნველყოფდნენ ჩვენ პირობებს, მაგრამ მათი განმარტებით, ეს ერთერთი საუკეთესო სასტუმროა. პირდებიან,რომ მეზღვაურების სამშობლოში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ"-განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან ტუშურმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2191.html
| |||
Posted by consul | 02 May 2011, 10:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.