ეკონომიკა: ქობულეთის ტურისტულ ზონაში აზერბაიჯანელ ინვესტორებს იწვევენ | Business & Economics | ||
ქობულეთის ტურისტულ ზონაში შესაძლოა მეოთხე ინვესტორი შემოვიდეს. აჭარის ეკონომიკისა და ფინანსების სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ კერძო კომპანიებთან წარმოებს. ამ მომენტისათვის ტურისტულ ზონაში სამი სასტუმრო შენდება. ორ მათგანს „ექსკო ჯორჯია“ აშენებს, ერთს კი „მშენებელი 10“. ქობულეთის ტურისტულ ზონაში სულ 30 სასტუმრო უნდა აშენდეს. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ინვესტორებისათვის ქართული ტურისტული ზონების შემოთავაზების შესახებ განცხადება გასულ კვირაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ გააკეთა. მთავრობა ინვესტორებს შეღავათებსაც სთავაზობს. მათ უფასოდ გადაეცემათ მიწა, პროექტები და ყველა კომუნიკაცია. ამას გარდა, 15 წლის განმავლობაში ინვესტორები მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან გათავისუფლდებიან. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2190.html
| |||
Posted by Drakula | 02 May 2011, 10:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.