პოლიტიკა: სერგი კაპანაძე:რუსეთის პოლოტიკა ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელია | Georgian News | ||
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია მიუთითებს, რომ რუსეთის პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია, - ამის შესახებ «IPN-ს» საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალში სტუმრობა პროვოკაციული ნაბიჯი იყო. "ეს პროვოკაციული ნაბიჯი საერთაშორისო საზოგადოებამ შეეფასა. მათ შორის ეს ევრო კავშირის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმაც გააკეთა. ანალოგიური სიტუაციაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამეტშიც. ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია" - განაცხადა კაპანაძემ. მინისტრის მოადგილემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასაც შეეხო, რომელის თანახმად რუსეთი WTO - ში შესვლას საქართველოს თანხმობის გარეშეც შეძლებს. კაპანაძის აზრით ეს პროვოკაცია იყო, რომელიც მიზნად ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველო - რუსეთის ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავდა მიზანად. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგნელის მარკ ტონერის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტი აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს არ შეესაბამება. სერგეი ლავრობი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს 25-26 აპრილს ესტუმრა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2189.html
| |||
Posted by consul | 01 May 2011, 20:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.