კრიმინალი: საქართველოში 1 700 000 ლარის მიტაცებისთვის კომპანია „ნუგეშის“ დირექტორი დააკავეს | Georgian News | ||
საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მიტაცებისთვის კომპანია „ნუგეშის“ ხელმძღვანელი გიორგი სიბაშვილი დააკავა, იუწყება “GHN“. მას ბრალი ედება საბაჟო დოკუმენტების გაყალბებაში ფულის გათეთრების მიზნით. საქმე ეხება 2000-2010 წლებში განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გემოფილიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების სპეციალური მედიკამენტების უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ამ პროგრამაზე სულ 10 500 000 ლარი გამოიყო, 6 900 000 ლარის თანხის მედიკამენტების მიწოდების შეთანხმება კომპანია „ნუგეშთან“ გაფორმდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიის დირექტორი საქმეს აწარმოებდა სამ კომპანიასთან: იტალიურ KEDRION SPA-თან, ჩინურ ANTIBODY ANTIGEN SUPPLY, INC., და ამერიკულ TALECRIS HEALTH CARE LLC.-თან. კომპანიის დირექტორი ინვოისებსა და საბაჟო დოკუმენტაციებს აყალბებდა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს წერდა. 6 900 000 ლარიდან კომპანია „ნუგეშის“ დირექტორმა 1 700 000 ლარი მიითვისა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი სიბაშვილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2183.html
| |||
Posted by Drakula | 30 Apr 2011, 09:59 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.