პოლიტიკა: ედპ: რუსეთთან ბრძოლა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით არის საჭირო | Georgian News | ||
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია რუსულ აგრესიასთან ბრძოლის ერთადერთ იარაღად ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას მიიჩნევს. როგორც 29 აპრილს პრეს-კონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, რუსეთი ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებას საქართველო წარუდგინოს როგორც არშემდგარი სახელმწიფო და ნებისმიერი გზებით ცდილობს შემოაბრუნოს ქვეყნის პოლიტიკის დასავლური ვექტორი ჩრდილოეთისკენ. „ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომის პერიოდში და მას შემდეგაც ვაცხადებდით, რომ, გარდა სამხედრო აგრესიისა, რუსეთი აუცილებლად მიმართავს პოლიტიკურ აგრესიას, ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციასა და სხვა სახის პროვოკაციებს, და ფაქტია, რომ აკეთებს კიდეც ამას“, - თქვა ქარდავამ. მისი თქმით, რუსეთი მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა სახის საპროცოკაციო ძალოვან ქმედებებს, როგორც კონფლიქტურ რეგიონებში, ისე დიდ ქალაქებში ხალხის თავმოყრის ადგილებში. ხოლო ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება იმ გეგმებს ადასტურებს, რომლებითაც რუსეთი ამჯერად საქართველოს ტერიტორიაზე უფრო მასშტაბური პროვოკაციების განხორციელებას აპირებს. ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ მოუწოდა მთავრობას, გააორმაგოს მუშაობა, რათა დაგეგმილი პროვოკაციები თავიდან აიცილოს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სადამკვირვებლო მისიებს პარტიამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მონიტორინგის გაძლიერებისკენ მოუწოდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2182.html
| |||
Posted by Drakula | 30 Apr 2011, 09:58 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.