კულტურა: ბუნებრივმა სტიქიამ იაპონელებს სტრადივარის ვიოლინოს გაყიდვა აიძულა | World News | ||
იაპონურმა არაკომერციულმა ორგანიზაცია Nippon Foundation-მა აუქციონზე ანტონიო სტრადივარის მიერ დამზადებული ერთ-ერთი ვიოლინო გამოიტანა. ამის შესახებ Mainichi Daily News იტყობინება. ვიოლინოს საწყისი ფასი 10 მილიონი დოლარია. მუსიკალური ინსტრუმენტის გაყიდვიდან შემოსულ სახსრებს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში შეიტანენ. მსოფლიოში დიდი ოსტატის მიერ დამზადებული მხოლოდ რამდენიმე ასეული ინსტრუმენტია შენარჩუნებული. სულ მან დაახლოებით 1100 ვიოლინო, ჩელო, გიტარა და ალტი დაამზადა. სხვადასხვა დათვლებით, ამჟამად 300-დან 500-მდე სტრადივარის ვიოლინოა შემორჩენილი. ზუსტი ციფრი უცნობია, ვინაიდან შეიქმნა საკმაოდ ბევრი ყალბი ასლი და თითოეული ინსტრუმენტის მფლობელი მის ნამდვილობაზე ირწმუნება. აუქციონზე გამოტანილი ვიოლინო „ლედი ბლანტი“ 1721 წელს დამზადდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2180.html
| |||
Posted by Drakula | 30 Apr 2011, 08:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.