ეს საინტერესოა: კარიბის ზღვაში მილიონობით დოლარის ღირებულების განძი აღმოაჩინეს | World News | ||
Deep Blue Marine-ის განძთა მაძიებლებმა კარიბის ზღვაში გემის დაღუპვის ადგილას იპოვეს განძი, რომლის ღირებულებამაც შესაძლოა მილიონობით დოლარს გადააჭარბოს. ამის შესახებ წერს Daily Mail. განძთა მაძიებლების ჯგუფმა აღმოაჩინა 700 ვერცხლის მონეტა, ქალის ქანდაკება და სარკისებრი ქვა, რომელიც, სავარაუდოდ, შამანების რიტუალებში გამოიყენებოდა. „მონეტები შესაძლოა მილიონები ღირდეს. მაგრამ მანამ, სანამ მათ არ იყიდიან, ისინი არაფერი ღირს“, - ამბობს ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი რენდი ჩემპიონი. როგორც გაზეთი წერს, 1500 წლით დათარიღებული ნივთები საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. ჯგუფმა უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, თუ კერძოდ რომელიც გემის დაღუპვის ადგილს იკვლევს. „თუ ეს გემია, ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ ეს სწორედ გემია, მაშინ იგი, სავარაუდოდ, ქარიშხლის დროს ჩაიძირა“, - კომენტარს აკეთებს ჩემპიონი. განძთა მაძიებლები ვარაუდობენ, რომ გემზე 25-45 ადამიანი იმყოფებოდა. ამასთან, როგორც ჩანს, მათ შორის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი იყო. მიუხედავად ნაპოვნი ნივთების ღირებულებისა, ჯგუფი აცხადებს, რომ განძთა მაძიებლების მთავარი მიზანი ფული არასდროს ყოფილა. „ჩვენ უბრალოდ არ ვეძებთ იმას, რაც ბრწყინავს... ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, რა მოუვიდა გემს“, - დაასრულა ჩემპიონმა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2179.html
| |||
Posted by Drakula | 30 Apr 2011, 08:29 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.